2016 წელს ევროპული ბანკის HSBC Holdings წმინდა მოგება 4.4-ჯერ შემცირდა და 3.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2015 წელს ბანკის წმინდა მოგება 15.1 მილიარდი იყო. საოპერაციო მოგება კი 3.4-ჯერ 3.45 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
ბრიტანული ბანკის HSBC-ის აღმასრულებელ დირექტორი სტიუარტ გულივერი აღნიშნავს, რომ მოგების შემცირების მიზეზი მთელი რიგი ძირითადი მოვლენებია, რომლებიც 2016 წელს განვითარდა: Global Private Banking-ის ქვეგანყოფილების გაუქმება ევროპაში, ბრაზილიაში ბიზნესის გაყიდვიდან მიღებული ზარალი და სხვა.
ანგარიშში ასევე დასახელებულია რისკები, რომლებიც მიმდინარე წელს გლობალურ ეკონომიკას ემუქრება. ანგარიშში ევროპასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს განვითარებული მოვლენები გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.
"ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკური დაძაბულობა გაზიარდა, რაც მიგრაციის, ტერორიზმისა და ასევე რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის საშიშროებას გამოხატავს. ამასთან, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებიც გაურკვეველია. ასევე ამას ემატება არჩევნები საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ალბათ იტალიაში, რაც 2017 წელს გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის", - წერია ანგარიშში.

























