მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის ყავახანების უმსხვილეს ქსელს Coca-Cola ყიდულობს

5b891cf260adc
BM.GE
31.08.18 15:40
844
ბრიტანეთის ყავახანების უმსხვილეს ქსელს Costa Coffee-ს Coca-Cola ყიდულობს. როგორც გამოცემა Independent იუწყება ყავახანების ქსელის მფლობელი Whitbread უკვე დათანხმდა გარიგებას, რომლის ღირებულებაც 3.9 მილიარდი ფუნტია.

Whitbread ჯგუფია, რომელიც ყავის კაფეებთან ერთად სასტუმროებსაც ფლობს. კომპანიამ პარასკევს განაცხადა, რომ ბიზნესის გაყიდვა ამ ეტაპზე მათი აქციონერების ინტერესშია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასმა 18%-ით მოიმატა.

კომპანია აცხადებს, რომ ყავახანების ქსელის გაყიდვა მათ საშუალებას მისცემს სასტუმრო ბიზნესზე გააკეთონ ფოკუსირება.
თავად Whitbread-მა ყავახანების ქსელი 1995 წელს 19 მილიონ ფუნტად შეიძინა, როდესაც ქსელი სულ 39 მაღაზიას ფლობდა. ამჟამად კი Costa Coffee ბაზარზე 4 ათასი ყავახანით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები