მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს

5fe59502e0f52
ნათია თაქთაქიშვილი
25.12.20 20:20
909
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ბრექსითის შემდგომ ლონდონსა და ევროკავშრის შორის სავაჭრო ურთიერთობებს დაარეგულირებს.ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო შეთანხმებაზე მრავალთვიანი მოლაპარაკების არაერთი რაუნდი ამ დრომდე წარუმატებლად სრულდებოდა. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აღნიშნულ შეთანხმებას „კარგ გარიგებას უწოდებს“, რომელიც მთელი ევროპისთვის წარმატების მომტანი იქნება. ეს ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროპა სავაჭრო ურთიერთობას დამატებითი გადასახადების დაწესების გარეშე გააგძელებს.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული დამატებითი კომპრომისების დეტალური ნუსხა ამ ეტაპზე უცნობია. დიდი ბრიტანეთი ევროპასთან ძველი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობას 29 დეკემბერს დაასრულებს.

შეგახსენებთ, ბრექსითის გარდამავალი პერიოდი 31 დეკემბერს იწურება, რის შემდეგაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ გამოეთიშება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები