დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სანქციების მიზანია, შეზღუდოს რუსეთის შემოსავლები ნავთობის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის მიმართულებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები შეეხება 135 ნავთობტანკერს, რომლებმაც 2024 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი უკანონოდ გადაიტანეს.
გარდა ამისა, შეზღუდვები გავრცელდება ორ კომპანიაზე, რომელთა სახელზეც რეგისტრირებულია „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები. ერთ-ერთი მათგანი დაკავშირებულია რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილთან“.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, ახალი სანქციები კიდევ ერთი დარტყმა იქნება რუსეთისთვის.
„ახალი სანქციები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის ჩრდილოვან ფლოტს და რუსეთს წაართმევს ნავთობიდან მიღებულ საციცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს, რომლებსაც იგი ომის დაფინანსებისთვის იყენებს,“ — აცხადებს ლემი.




























