მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთს და საფრანგეთს ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრებათ

583d540daf465
BM.GE
30.11.16 13:48
1159
ბრიტანეთს და საფრანგეთს ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტი ემუქრებათ. ეს რისკი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ დეკემბერსა და იანვარში განსაკუთრებულად აცივდება და ტემპერატურა საშუალოზე მეტად დაიკლებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მათი ცნობით, საფრანგეთში ელექტროენერგიის გამომუშავება ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა, სწორედ ამიტომ ფრანგებს იმპორტზე დამოკიდებულება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწევთ. ამის შესახებ ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის ანგარიშშია ნათქვამი. აქვე აღნიშნულია, რომ იგივე პრობლემის წინაშე ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შემთხვევაში დადგება ბრიტანეთიც.

ამის საწინააღმდეგოდ, გერმანიას, რომელიც ევროპაში ელექტროენერგიის ყველაზე დიდი მწარმოებელია, საპირისპირო პრობლემა შეექმნება. წინასაშობაოდ ელექტროენერგიის გამოყენება შესაძლოა, იმდენად მცირე იყოს, რომ ქვეყანა ნეგატიურ ფასებამდე მივიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები