ბრიტანელი ინვესტორები, პრემიერ-მინისტრად ტერეზა მეის დანიშვნას მიესალმებიან: როცა გამოცხადდა, რომ დევიდ ქემერონს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვლიდა, ფუნტი სტერლინგის კურსმა აღმასვლა დაიწყო. ბრიტანეთის ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლარის მიმართ ბოლო 2 თვის მანძილზე ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა და $1.33 შეადგინა. მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი, ფუნტი 31-წლიან მინიმუმამდე ჩამოიშალა. დანაკარგები აინაზღაურა ევროპის საფონდო ბირჟებმაც და მათ შორის ლონდონმა - ტრეიდერები ფიქრობენ, რომ ევროკავშირის და ბრიტანეთის მძიმე „გაყრა“ მოსალოდნელი აღარ არის.

























