დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მომავალ წელს ბრიტანეთში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე არ მიიწვევენ. ამის შესახებ გამოცემა The Economist-ი იუწყება.
გამოცემის შეკითხვაზე, იქნება თუ არა პუტინი მიწვეული შეხვედრაზე, ბერნემმა მოკლედ უპასუხა: „არა“.
პრემიერ-მინისტრის ოფისს კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე დაუყოვნებლივი პასუხი არ გაუცია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სექტემბერში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პუტინი დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ G20-ის შეხვედრაზე მიიწვია. მისი თქმით, ეს რუსეთის პრეზიდენტს მისცემდა შესაძლებლობას, შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მსოფლიოს სხვა ლიდერებს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის მცდელობების მიუხედავად, მოახდინოს რუსეთის იზოლაცია, მოსკოვი კვლავ რჩება G20-ის წევრად. ტრადიციულად, მასპინძელი ქვეყნის ლიდერები ყოველწლიურ სამიტზე ბლოკის ყველა წევრს იწვევენ.
G20-ის მომდევნო ყოველწლიური სამიტი 2027 წლის ნოემბერში, მანჩესტერში გაიმართება. ჩრდილო-დასავლეთ ინგლისის რეგიონის ცენტრში, სადაც ენდი ბერნემი ადრე მერის თანამდებობას იკავებდა.
























