მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ჰუმანოიდი რობოტი „ამეკა“ შექმნეს

BM.GE
14.12.21 09:26
395
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა კომპანია Engineered Arts-მა ჰუმანოიდი რობოტი „ამეკა“ შექმნა, რომელსაც მართალია, რეალისტური თმა და კანი არა აქვს, თუმცა სახის გამომეტყველებას ადამიანის მსგავსად იცვლის. მწარმოებელმა ვიდეო, რომელშიც მოწყობილობა საკუთარ შესაძლებლობებს ავლენს, იუტუბის არხზე გამოაქვეყნა. ვიდეო „ამეკას“ გამოღვიძებით იწყება. თვალების გახელისას მის სახეზე დაბნეულობა და იმედგაცრუება იკითხება. მას შემდეგ, რაც ჰუმანოიდი რობოტი საკუთარ ხელებს დახედავს, ის პირს აღებს, წარბებს მაღლა სწევს და ამ გზით გაოცებას გამოხატავს. მომდევნო ჯერზე „ამეკა“ მოულოდნელობით გამოწვეულ სახის გამომეტყველებას იღებს, ვიდეოს ბოლო მონაკვეთში კი კამერას, შესაბამისად მაყურებელს უღიმის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები