მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია 7.9%-მდე შემცირდა

64b79e83033c6
გიორგი თოლორდავა
19.07.23 12:36
461
გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეცემა - ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 7.9% შეადგინა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე.

შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებითაც. CPI-ის დონემ გასულ თვეს 6.9% შეადგინა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად გასულ თვეს ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები