დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრო მატარებლების რეგულარული დაგვიანებების გამო, საზოგადოებრივ ზეწოლას განიცდის, ამიტომაც ახალი სქემა - Delay Repay 15 შეიმუშავეს, რომელიც მატარებლის მინიმუმ 15 წუთით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს ბილეთებისთვის კომპენსაციის მოთხოვნის საშუალებას მისცემს.
აქამდე მოქმედი წესის მიხედვით, კომპენსაციის მიღება 30 წუთიანი დაგვიანების შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუმცა აღნიშნული შესაძლებლობით ბევრი არ სარგებლობდა. ამასთან, კომპენსაციას მგზავრი ვაუჩერის £ 5 სახით იღებდა, რომელიც მგზავრს მხოლოდ საყიდლად შეეძლო დაეხარჯა სადგურის სალაროში, სადაც დიდ რიგში უწევდა დგომა.
ახალი წესების მიხედვით, მგზავრებს სასამართლოში ჩივილის საშუალება მიეცემათ და მატარებლის 15–29 წუთიანი დაგვიანების შემთხვევაში, ისინი ბილეთის ღირებულების 25% აღიდგენენ. თუ მატარებელი 30–59 წუთით დააგვიანებს, მგზავრები ბილეთის საფასურის 50% დაიბრუნებენ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კი მატარებელი დანიშნულების ადგილამდე 60–119 წუთით გვიან მივა, მგზავრობის ერთი მიმართულება მთლიანად ანაზღაურდება.
რეგულაციის მიხედვით, მატარებლის 2 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრს ორივე მიმართულების კომპენსირება მოხდება. ახალი სქემით თავდაპირველად ის მგზავრები ისარგებლებენ, რომლებიც მატარებელს სამხრეთ ოპერატორს (Southern) გამოიყენებენ (კომპანია Govia Thameslink — GTR მართვაში შედის), რომელიც ლონდონს სურეის საგრაფოს აკავშირებს.
ბოლო 6 თვის განმავლობაში, Southern ოპერატორის მუშაობამ მგზავრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც პროფკავშირებსა და GTR-ის ხელმძღვანელობას შორის არსებული კონფლიქტი ხელს უწყობდა. კონფლიქტი მატარებლის მემანქანეებისა და კონდუქტორების მოვალეობის შესრულებას ეხებოდა, რის გამოც იძულებულები გახდნენ Southern ოპერატორის ასობით მატარებელი გაეუქმებინათ, რადგან პროფკავშირი რეგულარულად ერთდღიან გაფიცვებს მართავდა. რეგულაციის თანახმად, ახალი სქემის მეორე ეტაპში ყველა სხვა დარჩენილი მატარებელი მიიღებს მონაწილეობას.

























