მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი ამერიკული ჰოსპიტლის გუნდს შეუერთდა

649a95c86704f
BM.GE
27.06.23 11:57
3176
ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ნეიროქირურგი არჩილ ერისთავი ამერიკული ჰოსპიტლის გუნდს შეუერთდა.

მისი 22 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში არჩილ ერისთავი მოღვაწეობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, 9 წელი დიდ ბრიტანეთში. მისი სპეციალიზაცია მოიცავს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, ხერხემლის და პერიფერიული ნერვული სისტემის მკურნალობას, როგორიც არის ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგია, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, ხერხემლის დეგენერაციული და პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა დაზიანებები.

მას ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ოპერაცია. მათ შორის, 2021 წლის მაისში მან ჩაატარა თავის ტვინის ოპერაცია გაღვიძებულ პაციენტზე (ცნობიერი კრანიოტომია).

“როგორც ვიცით, პაციენტების ჯანმრთელობა არის სამედიცინო სისტემის პრიორიტეტი. ექიმი და მისი გუნდი კი უშუალოდ არიან ჩართული კონკრეტული ავადმყოფის მკურნალობაში. იმის და მიუხედავად, რომ მკურნალობა სტანდარტიზებულია ქვეყნების უმრავლესობაში, თითქმის ყველა ქვეყანას აქვს მიდგომის თავისებურებები. მიხარია, რომ ჩემი ქართველი კოლეგები და მე შევძლებთ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები და ადგილობრივად ჩავატაროთ ისეთი სირთულის ოპერაციები, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს უწევთ უცხოეთში გამგზავრება.” - აცხადებს არჩილ ერისთავი.

კონსულტაიაზე ჩასაწერად დაუკავშირდით:
ტელ: +995 599820404,
მეილი: [email protected]
www.neurosurgeon.ge

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები