მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთში საქართველოს ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

საგარეო

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამასთანავე, იგი დაიკავებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტსაც. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ილია დარჩიაშვილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი აქვს მინიჭებული.

უწყებისვე ცნობით, ახალდანიშნულ ელჩს სახელმწიფო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

მისი საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:

განათლება

  • 2002 წელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ბაკალავრის ხარისხი, სპეციალობა: ფინანსები და საბანკო საქმე.
  • 2004 წელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მაგისტრის ხარისხი, სპეციალობა: საბაჟო საქმე.
  • 2011 წელი: გრენობლის ბიზნესის სკოლა (საფრანგეთი) – ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA).

სამუშაო გამოცდილება

  • 2003–2004: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ – ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცერი.
  • 2004–2006: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ – ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი.
  • 2006–2012: ს/ს ბანკი „რესპუბლიკა“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) – ფილიალის მმართველი.
  • 2012–2014: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – დიპლომატიური საქმიანობა საქართველოს საელჩოში პოლონეთის რესპუბლიკაში.
  • 2014–2015: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი – დირექტორის პირველი მოადგილე.
  • 2015: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი – აღმასრულებელი დირექტორი.
  • 2015–2016: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მინისტრის პირველი მოადგილე.
  • 2016–2017: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საგანგებო დავალებათა ელჩი.
  • 2017–2021: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.
  • 2021–2022: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია – ადმინისტრაციის უფროსი.
  • 2022 წლის 4 აპრილიდან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა თანამდებობიდან 2024 წლის 15 ოქტომბერს განთავისუფლდა, ის ელჩის თანამდებობაზე 2020 წელს დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები