მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი ამოქმედდება

5e85af9f62ac4
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.20 18:00
1036
დიდ ბრიტანეთში სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე ყოველთვიური გადასახადები დროებით შეჩერდება. გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ინსტიტუტების მარეგულირებელმა სამსახურმა სესხებზე, ოვერდრაფტსა და საკრედიტო ბარათებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს აამოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance-ი ავრცელებს.

როგორც მარეგულირებელ სამსახურში აცხადებენ, კორონავირუსის კრიზისმა „უპრეცედენტო ფინანსური შოკი“ გამოიწვია.

„ყველა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომდევნო 90 დღის განმავლობაში მომხმარებლების მდგომაროება არ გაუარესდეს და მათ ზედმეტის გადახადა არ მოუწიოთ“, – ნათქვამია მარეგულირებელი სამსახურის განცხადებაში.

მარეგულირებელი ორგანოები მოუწოდებენ ბანკებს, სესხებსა და სხვა პროდუქტებზე გადასახადების დროებით შეჩერების გეგმა 6 აპრილისთვის წარადგინონ, რათა შესაბამისი ზომები 9 აპრილიდან ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები