Sentia - ბრიტანული კომპანია GABA Labs-ის მიერ გასულ წელს გამოშვებული სასმელია, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს, თუმცა მისი მთავარი მიზანი სპირტიანი სასმელების ეფექტის გამეორებაა. გუნდი, რომელმაც Sentia-ზე იმუშავა, 2024 წლიდან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და უალკოჰოლო ლუდისა და ცქრიალა ღვინოს გამოშვებას გეგმავენ - იტყობინება Daily Mail.
GABA Labs-ის პროდუქტები ტრადიციული უალკოჰოლო სასმელებისგან განსხვავდება. როგორც წესი, მსგავსი ტიპის სასმელები სპირტების გემოს იმეორებენ, თუმცა მათ ეფექტი არ აქვთ. Sentia-ს მსგავსი პროდუქტები კი ბოტანიკური ინგრედიენტების მიქსს შეიცავს, რომლებიც ადამიანის ტვინში ალკოჰოლური თრობის მსგავს ქიმიურ პროცესებს იწვევს.
როგორც კომპანიამ ბრიტანულ მედიას განუცხადა, 2024 წლისთვის რამდენიმე ტიპის უალკოჰოლო სასმლის გამოშვებას გეგმავენ, რომელთა შორისაცაა ლუდის ფართო ასორტიმენტი და ცქრიალა ღვინო, რომლის დეგუსტაციები უკვე დაწყებულია. GABA Labs-ის გეგმებშია გაზიანი სასმელების წარმოებაც.
SENTIA უკვე არსებობს ორი არომატით, 0.5L-იანი ბოთლის ღირებულება კი 35 ევროს აღწევს. ალკოჰოლური თრობის გამომწვევი ინგრედიენტი გასაიდუმლოებულია, თუმცა ვიცით, რომ სასმელში შემავალი ნივთიერება ტვინში გამა ამინობუტირის მჟავას გამოყოფას უწყობს ხელს, ზუსტად ისე, როგორც, მაგალითად, ერთი ჭიქა ღვინო. თუმცა საინტერესო ისაა, რომ GABA Labs-ის სასმლით გადაჭარბებული თრობა შეუძლებელია. გარდა ამისა, Sentia არ იწვევს ნაბახუსევს და, კომპანიის ინფორმაციით, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომელთა ხანგრძლივი მოხმარებაც ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების თანამდევ ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.