მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა დაახლოებით 40-მა ქვეყანამ შეწყვიტა

5fe204be7cd7c
ნათია თაქთაქიშვილი
22.12.20 22:00
670
ათობით ქვეყანა ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს, მიზეზი ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის და შუა აზიის მასშტაბით ჯამში დაახლოებით 40-მდე ქვეყანამ განაცხადა უარი დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთთან მიმოსვლა ჯერ არ შეუწყვეტია აშშ-ის, მაგრამ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა იმ პირების სავალდებულო მკაცრი ტესტირებისკენ, რომლებიც ინგლისიდან აშშ-ში ბრუნდებიან. გუბერნატორი მიიჩნევს, რომ სხვა შემთხვევაში აუცილებელი გახდება დიდ ბრიტანეტთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩეროს.

CNN-ი ასევე წერს, რომ WHO-ს ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი შტამის ანალოგი უკვე გამოვლინდა დანიაში, ნიდერლანდებში და ავსტრალიაში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა ირლანდიამაც.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადება შაბათს გააკეთა და ქვეყნის მთავრობამ მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები