მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" საერთაშორისო აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხის წინაშეა" - ნათია ჯანაშია

ნათია ჯანაშია

"ბრიტანულ ქართული აკადემიის" პარტნიორი და დირექტორი, ნათია ჯანაშია BMGTV-ს გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" აცხადებს, რომ აკადემია საფრთხის წინაშეა და შესაძლოა, ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს აკრედიტაცია დაკარგოს.

მისივე ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება "საქართველოს განათლების ჯგუფის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლას აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება.

"საერთაშორისო აკრედიტაცია ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ეს არის ხარისხის გარანტია, როგორც ჩვენი მშობლებისთვის, ასევე ჩვენი თანამშრომლებისთვის. შესაბამისად, ამ აკრედიტაციის დაკარგვა გამოიწვევს როგორც თანამშრომლების, ასევე მოსწავლეების სკოლიდან გადინებას.

განცხადებაში, რომელიც "საქართველოს განათლების ჯგუფმა" გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლას აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ მივმართეთ „კობისს“ (ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს აკრედიტაცია), რათა გაეკეთებინათ განმარტება, ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ დაგვიდასტურეს, რომ დირექტორის ამ პროცედურების მიხედვით დანიშვნა, როგორც "საქართველოს კაპიტალი" გეგმავდა, ნამდვილად „კობისის“ სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს. სკოლას ემუქრება აკრედიტაციის დაკარგვა. ასევე გაგვაფრთხილეს, რომ გვექნება ვალდებულება, მშობლებისა და თანამშრომლების ინფორმირების და აგვეკრძალება კობისის ნებისმიერი სახის ლოგოს ან განცხადების ჩვენს ვებსაიტზე განთავსება, რაც ფაქტობრივად აკრედიტაციის ჩამორთმევას ნიშნავს",-აცხადებს ჯანაშია.

ინფორმაციისთვის, 30 მაისს, შპს "საქართველოს განათლების ჯგუფმა" განცხადება გაავრცელა და „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მინორიტარი პარტნიორისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას სახელით მედიაში გავრცელებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები