„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის. ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად აკადემიის პარტნიორი და დირექტორი ნათია ჯანაშია ინვესტორის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს. კერძოდ, 2019 წლის 30 მაისს დადებული ხელშეკრულებით შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორი ნათია ჯანაშია და სს „საქართველოს კაპიტალი“ შეთანხმდნენ კომპანიის წილის 70%-ის ნასყიდობაზე, ხოლო სანაცვლოდ სააქციო საზოგადოებას, მხარეებს შორის 2019 წლის 6 მაისს დადებული მემორანდუმის თანახმად, ინვესტიციები უნდა ჩაედო ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის ორი ახალი კამპუსის მშენებლობაში ლისზე და ოქროყანაში. ორივე კამპუსი, ჯამში, 2 600 მოსწავლეზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. აწ უკვე ყოფილ პარტნიორებს შორის ურთიერთობები იმგვარად დაიძაბა, რომ საქმიანი ურთიერთობების განხილვამ სასამართლოში გადაინაცვლა და მას შემდეგ, რაც ჩავწერეთ ინტერვიუ ბრიტანულ ქართული აკადემიის დამფუძნებელთან ნათია ჯანაშიასთან და მისი ადვოკატთან თეა ხამხაძესთან, ჩანს რომ ეს არ იქნება ყოფილ პარტნიორებს შორის ბოლო სასამართლო დავა. ცხადია, ამ ინტერვიუს შემდეგაც, და მანამდეც ველით საქართველოს განათლების ჯგუფის ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც გაავრცელა შესაბამისი რელიზი და მისი ნახვაც შეგიძლიათ bmg-ის ვებგვერდზე. რაში მდგომარეობას ბრიტანულ ქართული აკადემიის პრეტენზიები საქართველოს კაპიტალის, და მისი შვილობილი კომპანიის მიმართ?
სტუმრები: ნათია ჯანაშია - "ბრიტანულ ქართული აკადემიის" პარტნიორი&დირექტორი;
თეა ხამხაძე - ნათია ჯანაშიას ადვოკატი