მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ავიაკომპანია EasyJet-ი $7.3 მილიარდად გაიყიდა - ვის ხელში გადადის კომპანია?

easyjet

ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი გაიყიდა - კომპანიის ხელმძღვანელობა ამერიკული საინვესტიციო ფონდის, Castlelake-ის მიერ შეთავაზებულ $7.3-მილიარდიან გარიგებას დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ Castlelake-მა EasyJet-ის შესყიდვის სურვილი უკვე მეხუთედ გამოხატა და წარმატებას მხოლოდ მას შემდეგ მიაღწია, რაც კომპანიას გაუმჯობესებული პირობები შესთავაზა. ცნობისთვის, წინა თვეში ბრიტანულმა ავიაკომპანიამ £4.93 მილიარდის ($6.5 მლრდ.) წინადადებაზე უარი თქვა. განახლებული წინადადება თითოეულ აქციაზე 6.90 დოლარის ნაღდი ფულით გადახდას გულისხმობს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ახალი ამერიკელი მფლობელები EasyJet-ის სააავიაციო შემადგენლობის მოდერნიზაციის პროგრამას მხარს დაუჭერენ და ხელს შეუწყობენ, რომ ბაზარზე გრძელვადიანად შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეთანხმების ფონზე კომპანიის აქციების ფასი 10.5%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია £6.08-ად ($8.08) იყიდება, კაპიტალიზაცია კი £4.23 მილიარდს ($5.57 მლრდ.) შეადგენს.

ცნობისთვის, ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Castlelake-ი ძირითადად სწორედ საავიაციო ინდუსტრიაზეა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები