მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ავიახაზები ჰითროუს აეროპორტიდან დაახლოებით 10 000 ავიარეისს აუქმებს

6303a802c24ae
თამთა ჯიჯავაძე
22.08.22 20:03
1268
ბრიტანული ავიახაზები ოქტომბრის ბოლოდან მარტამდე ჰითროუს აეროპორტიდან დაახლოებით 10 000 ავიარეისის გაუქმებას აპირებს. როგორც BBC წერს, გაუქმება ძირითადად მოკლე მანძილზე დაგეგმილ ფრენებს შეეხება და მის მიზანს აეროპორტში ქაოსის და დაგვიანებების პრევენცია წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ჰითროუს აეროპორტი ბრიტანული ავიახაზების მთავარ ჰაბს წარმოადგენს, სადაც აეროპორტის თანამშრომელთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, რეისების განხორციელება არაერთხელ შეფერხდა.

ოქტომბრიდან მარტის პერიოდში დაგეგმილი რეისების მგზავრებს ან გაუცვლიან ბილეთებს და ალტერნატიულ ფრენას შესთავაზებენ, ან აუნაზღაურებენ ავიაბილეთების საფასურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები