მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანული ფუნტი გაუფასურდა

5e00d78c0e9c0
ნათია თაქთაქიშვილი
23.12.19 22:04
1987
ბრიტანელი ექსპერტები ფუნტის გაუფასურებას ინვესტორების მოლოდინებით ხსნიან, რაც მოსალოდნელ ქაოტურ ბრექსიტს უკავშირდება. ამის შესახებ The Financial Times-ი იუწყება.

გასულ კვირას ვალუტამ ყველაზე ძლიერი რყევა განიცადა 2019-წლის განმავლობაში.

დღეის მდგომარეობით სტერლინგი 0,7 პროცენტული პუნქტით დაეცა დოლართან მიმართებაში და 1,2916 აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ვალუტა ასევე 0,6 პროცენტული პუნქტით გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში და 1,166 ევრო შადგინა.

საშობაო პერიოდი როგორც წესი მაღალი გაყიდვების მაჩვენებლებით ხასიათდება, მაგრამ ვალუტა მაინც გაუფასურებული რჩება, რაც შფოთვის საგანს წარმოადგენს ბრიტანეთის ბაზრისთვის.

”პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მიერ დაანონსებული ბრექსითი საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირთან მომავალი სავაჭრო მოლაპარაკებების დროს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრექსიტი ფუნტის გაუფასურების მამოძრავებელი ფაქტორია”, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები