გაერთიანებულ სამეფოში არჩევნების შედეგების ფონზე, ბრიტანული ფუნტი დოლარის მიმართ 2%-ით დაეცა.
ვადანდელი საპარლამენტო არჩევნები ბრიტანეთში გუშინ ჩატარდა, კონსერვატიულმა პარტიამ კი საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.
"არჩევნების შედეგები აჩენს კითხვას, დარჩება თუ არა ტერეზა მეი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გააგრძელებს თუ არა მოლაპარაკებებს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ", - წერს CNN.
არჩევნებში ხმათა უმრავლესობა არცერთ პარტიას მოუპოვებია, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ გაურკვევლობას და ეჭვებს ქმნის, რომ ბრიტანეთში კოალიციური მთავრობის ფორმირება მოხდება. ტერეზა მეი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს უკვე მართავს.

























