მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser ბავშვთა საკვების მწარმოებელ კომპანიას Mead Johnson Nutrition ყიდულობს

58a145665cc8f
BM.GE
13.02.17 09:31
1668
საყოფაცხოვრებო და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროდუქტების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser 16,6 მილიარდ აშშ დოლარად ბავშვთა საკვების მწარმოებელ მსოფლიოში უმსხვილეს კომპანიას Mead Johnson Nutrition შეიძენს - აღნიშნულის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. თუმცა, ვალის გათვალისწინებით, გარიგების ღირებულება Reckitt Benckiser-ს შესაძლოა 17,9 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდეს.

ბრიტანული Reckitt Benckiser-ი კომპანია Mead Johnson-ის თითოეულ აქციაში 90 აშშ დოლარს გადაიხდის, რაც 2017 წლის 1 თებერვლისთვის ამავე აქციების ფასს 29%-ით აღემატება. პრემია 30% იქნება.

აღნიშნული გარიგების ფარგლებში კომპანია Reckitt Benckiser ელოდება, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ხარჯებს 250 მილიონ აშშ დოლარამდე შეამცირებს.
აღსანიშნავია, რომ Reckitt Benckiser-ი ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორიც არის Clearasil, Durex და Vanish.

Mead Johnson-ი კი ბავშვთა კვების ბაზრის 10% მოიცავს და ადგილს მხოლოდ Nestle-სა და Danone-ს უთმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები