მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანული კომპანიები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდას ელოდებიან

58202d2f0a003
BM.GE
07.11.16 11:27
1213
Bloomberg-ის ინფორმაციით, Brexit-ის მხარდაჭერის შემდეგ დაწყებული ვარდნის ფონზე, ბრიტანული კომპანიები მომდევნო 3 თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდას ელოდებიან. გამოცემა ინფორმაციას ბრიტანული ინდუსტრიული კონფედერაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ხელისუფელბას შეუძლია ხელი შეუწყოს ეკონომიკის “გახურებას” იმ ვალდებულებების შესრულებით რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს და ინოვაციების სტიმულირება დაიწყოს” - განაცხადა კონფედერაციის ექსპერტმა ნიუტონ სმიტმა.

ზრდა, რომელიც ფიქსირდება, აიხსნება ფუნტის კურსის ვარდნით. შემდეგ წელს სამომხმარებლო საქონელზე ვარდნა ევროკავშირიდან გამოსვლის პროცედურების სამზადისის გავლენით დაიწყება, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე დოკუმენტში მითითებულია, რომ შედეგ წელს ბრიტანეთის ეკონომიკის მიმართ ნეგატიური პროგნოზებია.

23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რომელზეც ბრიტანელების უმრავლესობამ მხარი ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა, ფუნტის კურსი დოლართან მიმართებით 18%-ით დაეცა, მათ შორის ოქტომბერში ვარდნა 6%-იანი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები