ბრიტანული ენერგოგამანაწილებელი კომპანია Octopus Energy ამერიკის შეერთებული შტატების განახლებადი ენერგიის ბაზარზე შევიდა და მზის ორი ელექტროსადგური შეიძინა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ორ ელექტროსადგურს, რომელთაგან ერთ-ერთი პენსილვანიაში, მეორე კი ოჰაიოს შტატში მდებარეობს, ჯამში 100 მეგავატიანი სიმძლავრე აქვს, რაც 20 000 სახლის მომარაგებისთვისაა საკმარისი. სადგურები ბრიტანულმა კომპანიამ Vasper Energy Development-ისგან შეიძინა, თუმცა აღნიშნული შეთანხმების ფინანსური დეტალები საზოგადოებისთვის უცნობია.
Octopus Energy აშშ-ის განახლებადი ენერგიის სექტორში 2030 წლამდე $2 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს - აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წელს ბრიტანეთის ყველაზე მსხვილი ელექტრომომმარაგებელი გახდა.