მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანული სტანდარტი მედიაში - რას ცვლის “ოცნება” “მაუწყებლის შესახებ” კანონში?

ბრიტანული სტანდარტი მედიაში - “ ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დაპირებული მედიის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილების მთავარი მიზანი მაუწყებლებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების შეზღუდვაა, თუმცა მაუწყებლებს არც ქვეყნის შიგნით სოციალური რეკლამის მომსახურება და ამ გზით შემოსავლის მიღება შეეძლებათ. წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ დაფინანსების შეზღუდვას არ გულისხმობს. კანონის რიგი მუხლები ეხება მედია კონტენტს და განსაზღვრავს ეთიკის სტანდარტებს. “ქართული ოცნების” ბრიტანული სტანდარტის კანონპროექტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატის ზრდასაც ითვალისწინებს. რა იცვლება მედიის მარეგულირებელ კანონში და როგორ აფასებენ მაუწყებლები “ქართული ოცნების” მომზადებულ ცვლილებებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები