მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

British Airways-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო - რა ფასად შეძლებთ ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით ფრენას?

British Airways

2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი - British Airways შემოდის. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com უკვე შესაძლებელია. ამჟამად, 30 მარტის თარიღისთვის თბილისი-ლონდონის მიმართულებაზე ბილეთის ღირებულება 122 ევროდან (დაახლოებით 366 ლარი) იწყება და აპრილის თვის ავიარეისებზე საწყისი ფასი 100 ევროს შეადგენს. ლონდონი-თბილისის მიმართულებით კი ბილეთის საწყისი ღირებულება 573 ბრიტანული გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 2 045 ლარი), ხოლო აპრილის თვეში ფასი 199 გირვანქა სტერლინგია (დაახლოებით 710 ლარი). აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების ფასები ფიქსირებული არაა და შესაძლოა, შეიცვალოს.

ამასთან, დაგეგმილი ფრენების განრიგი მორგებულია ამერიკაში ტრანზიტულ ფრენებზე. შესაბამისად, American Airlines-თან პარტნიორობა საშუალებას იძლევა British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები