მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

British Airways-ის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

58528da72c039
BM.GE
15.12.16 16:25
1192
ბრიტანეთის ავიახაზების ბორტგამცილებლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, გაფიცვას გეგმავენ, - ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი პროფკავშირული ორგანიზაცია UNITE ავრცელებს.

გამართულ კენჭისყრაზე თანამშრომელთა 79%-მა საპროტესტო აქციის გამართვას დაუჭირა მხარი, რომელიც ლონდონის Heathrow-ს აეროპორტში არაუგვიანეს 21 დეკემბრისა უნდა გაიმართოს.

British Airways-ს ხელმძღვანელობას ჯერ-ჯერობით არ დაუდგენია საპროტესტო აქცია საშობაო დღესასწაულებზე გაწერილ ფრენების განრიგზე როგორ იმოქმედებს.
დავა ბორტგამცილებლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის 4 000 თანამშრომლის ანაზღაურებას ეხება, რომელთა ხელშეკრულებებს ხელი 2010 წლის შემდეგ მოეწერა.

გაფიცვის ინიციატორების განცხადებით, ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ წლიური ანაზღაურება 21 000 ფუნტ სტერლინგიდან 25 000 ფუნტ სტერლინგამდე იქნებოდა, თუმცა თანამშრომლები, რომლებმაც აღნიშნულ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი, წლიურად საშუალოდ 12 000 ფუნტს იღებენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები