სიგარეტს თეთრი ნაჭრის მიღმა არცერთ ქვეყანაში არ მალავენ,- ამის შესახებ British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი ფელიციო ფერაზი გადაცემა „Forbes კვირა“-სთან ინტერვიუში აცხადებს.
ის მიმართავს მთავრობასა და დედაქალაქის მერს, გადახედონ როგორ ხდება თამბაქოს რეგულირება სხვა ქვეყნებში.
„ეს ინდუსტრია 100 წელზე მეტია არსებობს და ჩვენ რეგულირების პროცესები არაერთხელ გვაქვს გავლილი სხვა ბაზრებზე. სიახლე ჩემთვის ის არის, რომ აქ არ გვაქვს აქციზის შეთანხმებული გზამკვლები. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხდება რეგულაციის ინტერპრეტირება.
სიგარეტს თეთრი ნაჭრის მიღმა არცერთ ქვეყანაში არ მალავენ. მომხმარებელს აქვს უფლება დაინახოს პროდუქტი და აარჩიოს. მინდა ვთხოვო მთავრობასა და ქალაქის მერს, შეხედონ როგორ რეგულირდება ეს საკითხი სხვა ქვეყნებში“,- აცახდებს British American Tobacco-ს გენერალური მენეჯერი.

























