British American Tobacco-ს მსოფლიოში თამბაქოს ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის Reynolds-ის შეძენა სურს. კომპანიამ საკუთარი შეთავაზება უკვე გააკეთა და გარიგების ღირებულებად 47 მილიარდი დოლარი დაასახელა.
აღნიშნული ორი ბრენდი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, თამბაქოს ბრენდების მფლობელია.
ამ ეტაპზე British American Tobacco კომპანია Reynolds-ის 42%-ის მფლობელია, რომელიც მან 2004 წელს შეიძინა, ამჯერად კი კომპანიამ დანარჩენი 58%-ის შესყიდვაც გადაწყვიტა.
გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სიგარეტის ისეთი ბრენდები, როგორიცაა Lucky Strike, Rothmans, Dunhill და Camel ერთი მფლობელის ხელში აღმოჩნდება.

























