British Telecom-ის ხელმძღვანელობა რესტრუქტურიზაციის რადიკალურ გადაწყვეტილებას იღებს. 2030 წლამდე კომპანიიდან 55,000 თანამშრომლის განთავისუფლება იგეგმება, რაც სამუშაო ძალის დაახლოებით 42%-ია.
BT-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი საოპერაციო ხარჯების შემცირება და კომპანიის ეფექტიანობის გაზრდაა. უკვე წლებია, რაც უმსხვილესი ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია გაციფრულების აქტიურ სტრატეგიას ახორციელებს, რაც დასაქმებულების ეტაპობრივ შემცირებას იწვევს, მაგალითად, 2018 წელს კომპანიამ უკვე დაითხოვა 13,000 თანამშრომელი.
British Telecom-ი ლონდონში 1980 წელს დაფუძნდა და ის ქვეყნის მასშტაბით მობილური ქსელების, ინტერნეტის, ტელევიზიისა და საფოსტო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.