ევროპულმა კომისიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირში მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას და სატრანსპორტო სექტორში წიაღისეული საწვავის წყალბადით ჩანაცვლებას - 11 კომპანია, წყალბადის ტექნოლოგიების განვითარებისთვის, სახელმწიფო სუბსიდიის სახით €1.4 მილიარდს მიიღებს.
The Hy2Move Project, რომელიც სატრანსპორტო საწვავის შექმნას ისახავს მიზნად, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთისა და ესპანეთის საერთო პროექტია - ქვეყნებმა ევროპული კომისიისგან, გამონაკლისის სახით, ერთიანი ბაზრის წესებიდან გათავისუფლება მოითხოვეს, რაც, როგორც წესი, ეროვნულ სუბსიდიებს კრძალავს.
სუბსიდიები გავრცელდება როგორც მსხვილ კომპანიებზე, მაგალითად, AirBus, BMW ან Michelin-ი, ასევე მცირე ზომის კომპანიებზე, როგორებიცაა ესტონური Skeleton ან სლოვაკური Tomark-ი. ევროპული კომისია არ ასაჯაროებს კონკრეტულ პროექტებს, რომლებზეც აღნიშნული სახელმწიფოები დაფინანსებას გამოყოფენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო სუბსიდირების გარდა, პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ €3.3 მილიარდამდე დაფინანსებას კერძო სექტორისგანაც მიიღებენ - თანხა კი სრულად გემებისა და მატარებლებისთვის საკმარისად მძლავრი საწვავისა და საავიაციო საწვავის შესანახად საჭირო, წყალბადის მსუბუქი ავზების შექმნას მოხმარდება.
The Hy2Move რიგით მეოთხე ტექნოლოგიური პროექტია, რომლის დაფინანსებაზეც ევროკავშირმა შესაბამისი თანხმობა გასცა, რითაც ამ სექტორში გაცემული სუბსიდიების მოცულობა €18.9 მილიარდს აღწევს.