მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბრიზი საგურამო” მომხმარებელს გადახდის მოქნილ სისტემას სთავაზობს

ბზირი

“ბრიზი საგურამო” საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც თბილისიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. “ბრიზი საგურამოში” მომავალი მობინადრე სახლს უკვე დასრულებულ კომპლექსში ყიდულობს, სადაც ინფრასტრუქტურა სრულად გამართულია, მათ შორის, გაყვანილია ყველა სახის კომუნიკაცია. თითოეულ სახლს ინდივიდუალური ეზო, საპარკინგე სივრცე და აუზისთვის ადგილი აქვს გამოყოფილი.

კომპლექსის მთავარი ხიბლი გამწვანებული ბულვარია, რომელიც მრავალფეროვან მცენარეებს აერთიანებს. ბრიზი საგურამოში უარი თქვეს ბეტონის ღობეებზე და ისინი ცოცხალი, მარადმწვანე ღობეებით ჩაანაცვლეს. კომპანიისთვის გამწვანებული ზონების შენარჩუნებაც პრიორიტეტს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, მცენარეების მოვლა-პატრონობაზე პროფესიონალი მებაღეთა გუნდი იზრუნებს.

ამ დროისთვის, კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია და მეორე ფაზის მშენებლობა მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სახლების 75% უკვე გაყიდულია.

“ბრიზი საგურამოში” მომხმარებლის კომფორტზე გადახდის მიმართულებითაც იზრუნეს. კომპანიამ მოქნილი გადახდის სისტემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი გრაფიკს შემოსავლებისა და სურვილს შესაბამისად თავად ადგენს. უფრო კონკრეტულად - პირველადი შენატანი ღირებულების მხოლოდ 10%-ია.

მომდევნო 18 თვის განმავლობაში მინიმალური შენატანი თვეში 1000 დოლარის ეკვივალენტია ლარში. 18 თვის თავზე/შემდგომ მომხმარებელი ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით სარგებლობს.

შიდა განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს თანხის წინსწრებით დაფარვაც შეუძლია, რისთვისაც მას წინსწრების საკომისიო არ დაეკისრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები