“ბრიზი საგურამო“ საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც გარშემორტყმულია მთებით, კომპლექსიდან 1 კმ-ში მდინარე არაგვის ხეობაა და “ბრიზი საგურამოს” ტერიტორიაზე მთის ფერდობიდან გრილი ჰაერის მასები მოედინება. ბრიზი საგურამო მობინადრეებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. მომხმარებელი სახლს უკვე დასახლებულ კომპლექსში ყიდულობს, სადაც არამხოლოდ საცხოვრებელს იცვლის, არამედ ცხოვრების სტილსაც. ადგილზე მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია და ახლა მეორე ეტაპის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ყველაფერთან ერთად ბრიზი საგურამო თავის პოტენციურ მობინადრეებს მოქნილ გადახდის სისტემასაც სთავაზობს. პირველადი შენატანი არის ღირებულების მხოლოდ 10%, შემდგომ 18 თვის მანძილზე მინიმალური შენატანი თვეში არის 1000 დოლარის ეკვივალენტი ლარში და 18 თვის თავზე/შემდგომ მომხმარებელი სარგებლობს ბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით.
შიდა განვადებით სარგებლობისას კი მყიდველს წინასწარი დაფარვის შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ისე რომ საკომისიოს გადახდა არ მოუწევთ.
სტუმრები: ლილია იასეშვილი - "ბრიზი საგურამოს" გაყიდვების ხელმძღვანელი;
ქეთი ჯანხოთელი - ლანდშაფტის დიზაინერი;