მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრონი ჯეიმსი მაისურების გაყიდვებით “ლეიკერსის” რეკორდსმენია

ბრონი ჯეიმსის მაისურები ყველაზე გაყიდვადია

2024 წლის დრაფტზე 55 ნომრად ლოს-ანჯელეს “ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსის შვილი ბრონი ჯეიმსი აირჩია, თუმცა მალევე პუბლიკა უფროსი ჯეიმსის ჩართულობაზე ალაპარაკდა, ვინაიდან კლუბის ხელმძღვანელობას ბრონის არჩევის სურვილი მანამდე არ გამოუხატავს. სეზონის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ უმცროსი ჯეიმსი NBA-ში სათამაშოდ მზად არ იყო და მამასთან ერთად თამაში კვლავ ლებრონის დიდებული მემკვიდრეობის გასამდიდრებლად გადადგმული ნაბიჯი იყო.

ამის მიუხედავად მარკეტინგული თვალსაზრისით ბრონის არჩევა “ლეიკერსისთვის” იდეალური გათვლა აღმოჩნდა, რადგან ლოს-ანჯელესურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში მისი ნახევარი მილიონი მაისური გაყიდა და 50 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მათ ისტორიაში გაყიდული მაისურიდან რეკორდული შემოსავალია.

ცნობისთვის, არადამაკმაყოფილებელი თამაშის შედეგად გუნდმა ბრონი განვითარების ლიგაში გაუშვა, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს უკეთესად ავლენს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 22 ოქტომბერია ის ისტორიული თარიღი, როდესაც ასოციაციის ისტორიაში პირველად მამა-შვილმა, ლებრონ და ბრონი ჯეიმსებმა ერთად ითამაშეს NBA-ის ეგიდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები