ბრუნდება თუ არა ევროკავშირის დღის წესრიგში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი - პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის გუშინდელ განცხადებას თბილისში საპასუხო კომენტარები მოჰყვა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მრავალი თვეა განხილვის საგანია, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია. თემის წამოწევას შანტაჟს უწოდებს ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილი კი ამბობს, რომ პოლონეთის განცხადებები შეურაცხმყოფელია, ოპოზიცია კი უვიზო მიმოსვლის თემით სპეკულირებს. დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ როგორც ჩანს, ევროკავშირში ახლა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი სერიოზულად დგას.