მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრუნო ბალვანერა: სებ-ის საბანკო რეგულაციების გავლენაზე პირადი მოსაზრება არ მაქვს

5bc5bb0916e8b
სალომე მეცხვარიშვილი
16.10.18 14:50
722
"სებ-ი და ბიზნესი მსჯელობს, რატომ აქვთ განსხვავებული პროგნოზები ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით",  - ამის შესახებ EBRD-ის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა აცხადებს.

მისი თქმით, მას პირადი მოსაზრება საფინანსო სექტორში დაგეგმილ რეგულაციებზე არ აქვს, თუმცა, კარგია, რომ მხარეები ამ საკითხებზე მსჯელობენ.

„ინვესტორთა საბჭოს ფორმატში ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობს. მე ვიცი როგორც საბანკო სფეროს, ასევე ეროვნული ბანკის მოსაზრებები ამ საკითხებზე. მთავარია,რომ ორივე მხარე მსჯელობს, რატომ აქვთ განსხვავებული პროგნოზები და მოლოდინები ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. მე პირადი მოსაზრება არ მაქვს, თუმცა, მთავარია რომ მხარეებს შორის დიალოგი მიმდინარეობს“,- ამბობს ბალვანერა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკების შემდეგ აღარც მიკროსაფინანსოებს აღარ შეეძლებათ სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე. ასევე დგინდება თანხა, რომელიც შესაძლოა იყოს მიმართული სესხის მომსახურებაზე და ის დამოკიდებულია პირის შემოსავალზე. საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ რეგულაციების ამ სახით შემოღების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა წლიურად 3%-ით შენელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები