მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი ცნობილია

6490049430e8c
BM.GE
19.06.23 11:18
6634
1-ელ ოქტომბერს საქართველო ბრუნო მარსს უმასპინძლებს. მსოფლიო ვარსკვლავი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, მსმენელის წინაშე „დინამო არენაზე“ წარდგება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა დაიწყება 20 ივნისს, 10:00-ზე ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასევე Supper App-ის აპლიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. რაც შეეხება ფასდაკლებებს:

30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებიც Star Ring-ის ბილეთებს TBC-ის სტუდენტური ან მოსწავლეთა ბარათით შეიძენენ - აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ბილეთს TBC VISA ბარათით შეიძენს. 30%-იანი ფასდაკლება შეეხებათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) - ის მომხმარებლებს.

15 გრემის ჯილდოს, 4 „Brit Awards-ის“, 4 „გინესის“ რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი ბრუნო მარსი თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა.



ამერიკელი მუსიკოსის, მომღერალისა და მულტინსტრუმენტალისტის სადებიუტო ალბომი „Doo-Wops & Hooligans“ მაშინვე ნამდვილი სენსაციად, ბრუნო მარსი კი, გლობალურ სუპერსტარად იქცა, რაც მის მომდევნო ტურნეებშიც დადასტურდა. სტუდიური მუშაობის პარალელურად, ნათელი გახდა, რომ ბრუნო მარსი ახალი თაობის ფავორიტ ლაივ შემსრულებლად იქცა, რომელსაც საკონცერტო და საფესტივალო სივრცეებში ახლებური ენერგიის აკუმულირება შეეძლო. შესაბამისად, მოულოდნელი არ ყოფილა „გრემის“ დაჯილდოებაზე შემდეგი ტრიუმფიც.

არტისტის ვარსკვლავური სტატუსი კიდევ ერთხელ დამტკიცდა მომდევნო ალბომებში, სადაც R&B და ჰიპ-ჰოპის პარალელურად, ბრუნო მარსი საცეკვაო მუსიკის ტენდენციებსაც არ ივიწყებდა.

სხვადასხვა მასშტაბური ფესტივალის, ტურნისა თუ ცალკეული ჰიტის დამსახურებით, ამერიკელი მუსიკოსი დღემდე რჩება სხვადასხვა თაობის საყვარელ შემოქმედად.

ქართველ მსმენელს ბრუნო მარსის მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს „Starring Georgia- ს“ ფარგლებში, „დინამო არენაზე“ შეეძლება.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები