საქსტატმა საქართველოს კერძო სექტორის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და მან 55.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
სექტორებს შორის ბრუნვით #1 ადგილზე აზარტული თამაშების სექტორია, სადაც 20.1 მილიარდი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა, ამ მაჩვენებლით მან ვაჭრობის სფეროს გადაუსწრო. სექტორში ბრუნვის მატება 22%-ია.
საქსტატის მეთოდოლოგიით, აზარტული თამაშები გაერთიანებულია ხელოვნება-გართობის სექტორში, თუმცა ამ სექტორის ბრუნვის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. რაც შეეხება ამ სექტორის ბრუნვას, მეთოდოლოგიის მიხედვით, აზარტული თამაშების ბრუნვად ითვლება მიღებული ფსონების ღირებულება. შესაბამისად, ეს ნიშნავს რომ ქართულ კაზინოებში, ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში 2025 წლის პირველ კვარტალში სულ 20 მილიარდი ლარის ფსონები შევიდა.
სტუმარი: გიორგი მამულაიშვილი - საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, ხელმძღვანელი;