ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP) ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მეორე პარტია მიიღო. დაახლოებით 90 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული ტანკერი FRANKOPAN-ი 25 სექტემბერს ყლევის შავი ზღვის ტერმინალში შევიდა.
BMG-ის ინფორმაციით, "ბლექ სი პეტროლიუმი" ოქტომბრის ბოლოს ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტიასაც მიიღებს. შესაბამისად, განხორციელებული მიწოდებები მიუთითებს, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის მიწოდება გრძელდება.
ლიბიური ნავთობის პირველი პარტია საქართველოში 30 აგვისტოს, ტანკერ KRITI LEGEND-ის საშუალებით ჩამოვიდა. აღნიშნული მიწოდებები ხორციელდება BSP-ის მიერ საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 2027 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
























