მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BSTDB-მა სს "იშბანკ საქართველოს" მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისათვის საკრედიტო ხაზი გამოუყო

5b1e3665be16a
BM.GE
11.06.18 12:38
1158
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) სს „იშბანკ საქართველოს“ 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო, რომლის მიზანია გააფართოოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) დაფინანსება საქართველოში. BSTDB-ის გრძელვადიანი დაფინანსება ხელს შეუწყობს „იშბანკ საქართველოს“, დააკმაყოფილოს კლიენტების საჭიროებები და გააფართოოს მისი საკრედიტო პორტფელი საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის დაკრედიტების გზით.

„მოხარულები ვართ „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან“ (BSTDB) თანამშრომლობით. ეს საკრედიტო რესურსი ხელს შეუწყობს „იშბანკ საქართველოს“, გააძლიეროს მისი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტში და გააფართოოს მცირე და საშუალო საწარმოების საინვესტიციო და საბრუნავი საშუალებების პროექტების დაფინანსება, ვინაიდან ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - განაცხადა „იშბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ოზან გურმა.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ გავაძლიეროთ ჩვენი დახმარება ამ მიმართულებით. საკრედიტო რესურსი, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესებს გახდნენ უფრო კონკურენტულები შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაში“, - განაცხადა „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ (BSTDB) პრეზიდენტმა უგურ დელიკანმა.

სს „იშბანკი საქართველო“ წარმოდგენილია საქართველოში როგორც თურქული იშბანკის შვილობილი კომპანია. თურქული იშბანკი არის უმსხვილესი კერძო ბანკი თურქეთში, რომელიც ფლობს 84 მილიარდი აშშ დოლარის აქტივებს 31/03/2018-ის მდგომარეობით; ის ფლობს სს „იშბანკ საქართველოს“ აქციების 100%-ს და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდგინგს თურქეთში. „იშბანკი საქართველო“ ემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს და სთავაზობს მათ საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს. ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.isbank.ge

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსებულია ალბანეთის, სომხეთის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვეთის, რუმინეთის, რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის მიერ. ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას, როგორც სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების მიწოდების, ისე საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, წევრი ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორში. ბანკის კაპიტალი არის 3.45 მილიარდი ევრო და მას მინიჭებული აქვს შემდეგი რეიტინგები: “A-” Standard and Poor’s-ის მიერ და “A2” Moody’s-ის მიერ. ბანკის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bstdb.org.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.bstdb.org/news-and-events/press-releases/press-releases_4459.htm

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები