მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BSTDB-ს ობლიგაციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა

5b34b75c7f471
ლევან თაღიაშვილი
28.06.18 14:21
920

27 ივნის საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაშვებულ იქნა სს „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის" მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 50 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში. განთავსების აგენტი სს „გალთ ენდ თაგარტი" იყო. ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3 თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 27 ივნისი.

ფასიან ქაღალდს მიენიჭა სავაჭრო კოდი იქნება #BSB05N.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები