მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბსუ-ის რექტორად აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ტიტე აროშიძე აირჩიეს

ტიტე აროშიძე

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორად უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ „ოცნების“ დეპუტატი ტიტე აროშიძე აირჩია.

არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ტიტე აროშიძე და არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც არჩევნებამდე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, მას „ოცნების“ მაღალჩინოსნები დაემუქრნენ.

სხდომის პარალელურად ხმაური იყო, სტუდენტები დერეფანში აქციას მართავდნენ.

როგორც ტიტე აროშიძემ განაცხადა, სტუდენტების ინტერესი ყველა დონეზე იქნება გათვალისწინებული.

„შევეცდები, რომ უნივერსიტეტი იყოს დაბალანსებული, ლექტორსა და სტუდენტს თანაბარი პირობები ჰქონდეს სწავლისა და განვითარებისთვის. სტუდენტების ინტერესი ყველა დონეზე იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები