"ავტომობილების პირველი ნაწილის გადაზიდვა 2019 წლის მარტიდან იგეგმება’’ - აცხადებს შტადლერის გაყიდვების რეგიონული დირექტორი მატიას შტორი.
"მოსამზადებელი ნაწილი უკვე ფინალურ ეტაპზეა, ერთ-ერთი მანქანა უკვე მზადაა ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი გადაზიდვა არ მომხდარა. მატარებელი პირველად 2019 წელს 10 ავტომობილს გადაიტანს, მეორე 10-ის ტრანსპორტირება კი 2020 წელს მოხდება'' - აღნიშნა მატიას შტორმა
ამ განცხადებამდე, აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა, ჯავიდ გურბანოვმა განაცხადა, რომ მგზავრების გადაყვანა 2019 წლის დასაწყისში მოხდება.

























