მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"BTK-ს რკინიგზით 400 000 ტონა რუსული ხორბლის გადაზიდვაა შესაძლებელი"

5b3dc1efc870f
მაია ბიწაძე
05.07.18 11:00
1160
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის რეალური შესაძლებლობები არსებობს - ამის შესახებ Bm.ge-ს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" დამფუძნებელმა, HUB Georgias-ს ექსპერტმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის რკინიგზების ჩართულობით, ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთის გამოყენებით, რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 400 ათასი ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ხელშეკრულება შეთანხმების პროცესშია.

"ბოლო პერიოდში, ნავთობისა და ნავთობროდუქტების შემცირების შედეგად, მათი ნაყარი ტვირთებით ჩანაცვლება, საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

სადღეისოდ, რუსულ აზერბაიჯანულმა ერთობლივმა საწარმომ „აზრუსტრანს“-მა რომელიც ფლობს 500 ერთეულ, ხორბლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ სპეციალიზირებულ სავაგონო პარკს, ორენბურგის რეგიონიდან თურქეთის მიმართულებით, ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით განახორციელა ხორბლის სატესტო გადაზიდვა. გადაზიდვის ჯამური ტარიფი რუსეთიდან ყარსამდამდე ერთ ტონაზე 100 - 110 დოლარს შეადგენს, რაც ტრეიდერებისათვის კონკურენტულ ფასს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონში ხორბლის ყოველწლიური მოთხოვნა 1.5 მლნ ტონას შეადგენს, შესაბამისად ბაქო - თბილისი - ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, ხორბლის ტრანსპორტირებისთვის წარმოადგენს, რუსეთსა და თურქეთს შორის, ყველაზე ოპტიმალურ სახმელეთო მიმართულებას", - აცხადებენ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები