ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და თეგეტა ჰოლდინგმა სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყეს, რომლის მიზანია საავტომობილო ინდუსტრიაში ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელება. თანამშრომლობა რამდენიმე ძირითად მიმართულებას გააერთიანებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ავტოინდუსტრიაში, ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერას, სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, გამოყენებით კვლევებსა და საერთაშორისო პროექტებს. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელება.






























