მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BTU, გლობალური ტექნოლოგიური პლატფორმა iamtheCODE და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პარტნიორობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გლობალური ტექნოლოგიური პლატფორმა iamtheCODE და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პარტნიორობას იწყებენ – მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის მიზანია საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 60,000-მდე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ციფრული წიგნიერების მიმართულებით. მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით, მასწავლებლებისთვის, უფასოდ ხელმისაწვდომი გახდება iamtheCODE-ის პლატფორმაზე განთავსებული 65,000-ზე მეტი ელექტრონული სასწავლო კურსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები