ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, ფართომასშტაბიანი პროექტის - ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში, პირველი ეტაპი უპრეცედენტო აქტივობით დაასრულა და 101 სტუდენტს ტექნოლოგიური ინდუსტრიისკენ გზა გაუხსნა. დამამთავრებელი ღონისძიება გუშინ გაიმართა, თუმცა ეს პროგრამის დასასრული არაა და ის მსურველების მიღებას კვლავ განაგრძობს.


































