თიბისი ბანკი მომავალ წელს 2016 წელთან შედარებით საბანკო სექტორში საკრედიტო პორტფელების ზრდას ელოდება. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, 2015 წელს, ლარის გაუფასურების მოლოდინების ფონზე სესხის აღების პირობები გამკაცრებული იყო, ამჯერად კი რისკები შემცირებულია.
"ვფიქრობ რომ საბანკოს სექტორი ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს. თუ 2015 წელს ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოხდებოდა დევალვაცია და გამკაცრებული იყო სესხის აღების პირობები, ახლა სხვა მიმართულებით ვითარდება პროცესები, გამომდინარე იქიდან რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია. ვფიქრობთ, რომ რისკები შემცირებულია, აქედან გამომდინარე ხელმისაწვდომობა სესხებზე გაუმჯობესებულია და 2017 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება. საკრედიტო პორტფელების ზრდა 2017 წელს მეტი იქნება, ვიდრე იყო 2016 წელს", - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

























