მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბუცხრიკიძე: Societe-ს მიერ აქციების გაყიდვა მოსალოდნელი იყო

5954e1ebceb4e
BM.GE
29.06.17 15:16
1443
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის განცხადებით, Societe Generale-მიერ ბანკის აქციების გაყიდვა მოსალოდნელი პროცესი იყო. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბანკი აქციების რეალიზებას წლის ბოლომდე ელოდებოდა.

"ჩვენ შევიძინეთ რესპუბლიკა ბანკი 2016 წლის ოქტომბერში, ისინი მხოლოდ 5%-ის მფლობელები იყვნენ თიბისი ჯგუფში და ეს მოსალოდნელი იყო. შესაბამისად, მოლოდინი გვქონდა რომ 2017 წლის განმავლობაში მოხდებოდა აქციების რეალიზაცია და სწორედ ამ კვირაში განხორციელდა“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ფრანგულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, სოსიეტე ჟენერალმა თიბისი ბანკის 5,61%-იანი წილი დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე გაყიდა.

სოსიეტე ჟენერალი, თიბისი ბანკის აქციონერი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წელს თიბისი ბანკმა შეისყიდა ბანკი რესპუბლიკა. შესყიდვის დროს თიბისი ბანკმა სოსიეტე ჟენერალს, რომელიც ბანკ რესპუბლიკას ფლობდა, ნაწილი თანხა ფულადი, ნაწილი კი აქციების სახით გადაუხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები