მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბუცხრიკიძე: „თიბისისთვის მეოთხე ათწლეული ციფრულ სივრცეში განვითარების პერიოდი იქნება“

6294df9747bb4
ვიქტორია მღებრიშვილი
30.05.22 20:30
830
„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „თიბისი ბანკის“ განვითარების 30 წლიანი ისტორია მოკლედ შეაჯამა და განაცხადა, რომ მომდევნო მეოთხე ათწლეული ფინანსური ინსტიტუტისთვის ციფრულ სივრცეში განვითარების პერიოდი იქნება. ამის შესახებ მან „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც თიბისის განვლილი წლის შედეგები წარადგინეს.

„წელს თიბისი ბანკს 30 წელი უსრულდება. პირველი ათწლეული თიბისის როგორც სტარტაპის განვითარების პერიოდი იყო, მეორე ათწლეულის განმავლობაში თიბისი როგორც ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი განვითარდა, მესამე ათწლეულში ჩვენ როგორც საერთაშორისო ინსტიტუტი ისე განვვითარდით და დღეს თიბისი წარმოდგენილია საქართველოში, აზერბაიჯანსა და უზბეკეთში, ახლა მეოთხე ათწლეულში გადავდივართ და ეს იქნება ტექნოლოგიების და ციფრულ სივრცეში განვითარების პერიოდი“, - თქვა თიბისის გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები